პროფესიული გამოცდილება
სპეციალიზებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შესაბამისობის ყველა ძირითად მიმართულებაში.
LSEM Group ბიზნესს სთავაზობს ერთიან საკონსულტაციო მხარდაჭერას — სამუშაო გარემოს უსაფრთხოებიდან შრომითი პროცესებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოწესრიგებამდე.
LSEM Group ნინო არაბიძისა და კახაბერ შარვაძის პროფესიული გამოცდილების გაერთიანებით შეიქმნა. "იურიდიულ და შრომის უსაფრთხოების სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ამ საკითხების კოორდინირებულად მართვა.
კომპანიებს ვთავაზობთ შრომის უსაფრთხოების, შრომითი ურთიერთობებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მომსახურებას — არსებული მდგომარეობის შეფასებიდან დოკუმენტაციის მომზადებასა და პროცესების დანერგვამდე.
ჩვენი მიდგომა ეფუძნება რისკების პრევენციასა და კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე მორგებულ გადაწყვეტილებებს."
ჩვენი ისტორია Entrepreneur Georgia-შისპეციალიზებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შესაბამისობის ყველა ძირითად მიმართულებაში.
გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად მუშაობს თქვენი კომპანიის ყოველდღიურ პროცესებში.
სისტემური მხარდაჭერა კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და რისკების მართვისთვის.
სამი ძირითადი მიმართულება თქვენი ბიზნესის უსაფრთხოებისა და სამართლებრივი შესაბამისობისთვის.
შრომის უსაფრთხოების პოლიტიკების, ინსტრუქციების, რისკების შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვა.
შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება და HR დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სისტემის შექმნა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში — GDPR-ის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ვაერთიანებთ სამართლებრივ სიზუსტესა და ბიზნესის პრაქტიკულ საჭიროებებს, რათა შესაბამისობა გახდეს თქვენი კომპანიის რეალური უპირატესობა.
გადაწყვეტილებები ეფუძნება მოქმედ კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკას.
თითოეული სისტემა იქმნება თქვენი საქმიანობის, მასშტაბისა და რისკების გათვალისწინებით.
გეხმარებით დოკუმენტაციისა და პროცესების შიდა თუ გარე შემოწმებისთვის მომზადებაში.
ვრჩებით თქვენს გვერდით დანერგვის შემდეგაც, მონიტორინგითა და მხარდაჭერით.
სტრუქტურირებული პროცესი, რომელიც ბუნდოვან მოთხოვნებს გამართულ და მართვად სისტემად გარდაქმნის.
ვაფასებთ კომპანიის საქმიანობას, სტრუქტურასა და არსებულ პროცესებს.
ვავლენთ სამართლებრივ და საოპერაციო რისკებს, ვადგენთ პრიორიტეტებს.
ვქმნით საჭირო დოკუმენტაციას და ვნერგავთ პრაქტიკულ პროცესებს.
ვაკონტროლებთ სისტემის მუშაობას და ვუზრუნველყოფთ უწყვეტ მხარდაჭერას.
განიხილეთ თქვენი კომპანიის საჭიროებები ჩვენს სპეციალისტებთან. პირველი კონსულტაცია დაგეხმარებათ მკაფიოდ დაინახოთ არსებული რისკები და შემდეგი ნაბიჯები.
ვიცავთ თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობას
თქვენი ინფორმაცია დამუშავდება მხოლოდ კომუნიკაციის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის პასუხისმგებელია შპს LSEM GROUP, საიდენტიფიკაციო კოდი: 405862320.
მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მოგვმართოთ: info@lsem.ge.
ვებგვერდის საკონტაქტო ფორმის საშუალებით ვიღებთ თქვენს სახელს, გვარსა და ელფოსტის მისამართს. ამ მონაცემებს ვიყენებთ თქვენი მიმართვის განსახილველად, პასუხის გასაცემად და თქვენთან მომსახურების საკითხებზე კომუნიკაციისთვის.
თუ კომუნიკაციისას დამატებით ინფორმაციას თავად მოგვაწვდით, მას დავამუშავებთ თქვენი მიმართვის განხილვისთვის აუცილებელი მოცულობით. გთხოვთ, საწყისი მიმართვისას არ გამოგვიგზავნოთ პირადი ნომერი, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ან სხვა ისეთი მონაცემები, რომლებიც საკითხის მოკლედ აღწერისთვის საჭირო არ არის.
მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი განცხადების განხილვისა და მომსახურების გაწევის მიზნით. თუ მიმართვა მომსახურების ხელშეკრულების დადებას უკავშირდება, დამუშავების საფუძველი შეიძლება იყოს თქვენი მოთხოვნით ხელშეკრულების დასადებად საჭირო მოქმედებების განხორციელებაც.
საკონტაქტო მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგისთვის ცალკე შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ გამოვიყენებთ.
მონაცემების მოწოდება ნებაყოფლობითია. ფორმაში სავალდებულოდ მონიშნული ველები საჭიროა ამ არხით მიმართვის მისაღებად და პასუხის გასაცემად. მათი შეუვსებლობის შემთხვევაში ფორმით დაკავშირება ვერ მოხერხდება.
მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ უფლებამოსილ პირებს, რომლებსაც ისინი მიმართვის განხილვისა და კომუნიკაციისთვის სჭირდებათ.
მონაცემების დასაცავად ვიყენებთ დამუშავების ხასიათისა და რისკების შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს.
ელექტრონული კომუნიკაციისთვის ვიყენებთ Microsoft-ის Outlook-ის მომსახურებას. ამ მომსახურების ფარგლებში თქვენი სახელი, გვარი, ელფოსტის მისამართი და მიმოწერის შინაარსი შესაძლოა დამუშავდეს Microsoft-ისა და მის მიერ ჩართული მომსახურების მიმწოდებლების მიერ, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ.
მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობები და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიები. მომსახურების მიმწოდებლისთვის მონაცემები ხელმისაწვდომი ხდება შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფისთვის საჭირო მოცულობით.
მონაცემთა მიმღებებისა და გადაცემისას გამოყენებული დაცვის გარანტიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ: info@lsem.ge.
მონაცემებს ვინახავთ მიმართვის განხილვისა და მასთან დაკავშირებული კომუნიკაციის დასრულებამდე. უფრო ხანგრძლივი შენახვა დასაშვებია, თუ ეს აუცილებელია შემდგომი სახელშეკრულებო ურთიერთობისთვის, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად ან სამართლებრივი მოთხოვნის დასასაბუთებლად თუ მისგან დასაცავად.
შენახვის საჭიროების ამოწურვის შემდეგ მონაცემები იშლება ან ანონიმიზდება.
კანონით გათვალისწინებული პირობებით შეგიძლიათ მოითხოვოთ:
თუ მონაცემები თანხმობის საფუძველზე მუშავდება, შეგიძლიათ თანხმობა ნებისმიერ დროს გამოიხმოთ. ეს არ იმოქმედებს გამოხმობამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.
უფლებების გამოსაყენებლად მოგვწერეთ info@lsem.ge-ზე. მოთხოვნას განვიხილავთ კანონით დადგენილი წესითა და ვადებით. საჭიროების შემთხვევაში, თქვენი მონაცემების დასაცავად შესაძლოა მოვითხოვოთ ვინაობის დასადასტურებლად აუცილებელი ინფორმაცია.
თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან სასამართლოს.
მონაცემთა დამუშავების პრაქტიკის ცვლილების შემთხვევაში განვაახლებთ ამ პოლიტიკას და ახალ ვერსიას ვებგვერდზე გამოვაქვეყნებთ.
ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა განკუთვნილია ზოგადი ინფორმირებისათვის. მისი გამოყენება არ წარმოშობს ავტომატურად საკონსულტაციო ან წარმომადგენლობით ურთიერთობას LSEM GROUP-სა და მომხმარებელს შორის.
კონკრეტული მომსახურების მოცულობა, პირობები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება მხარეთა შორის ცალკე შეთანხმებით.